четверг, 19 сентября 2013 г.


პროექტის სახელწოდება:  მდ. მტკვრის დაბინძურების გამომწვევი მიზეზები გორში კომბინატის დასახლებაში

პროექტის აღწერა:   მოსწავლეები მოიძიებენ მდ. მტკვრის დაბინძურების მიზეზებს და განსაზღვრავენ  მოსალოდნელ შედეგებს.

მიზნობრივი ჯგუფი:   მე-10 კლასი

ვადები:      ერთი კვირა.
მოსალოდნელი  შედეგები:   მოსწავლეები დაადგენენ მდ. მტკვრის  დამაბინძურებელ მიზეზებს და შეეცდებიან ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით  თავიდან აიცილონ და გადაარჩინონ მდინარეში მცხოვრები ცოცხალი  ორგანიზმები. თავიდან აიცილონ მოსალოდნელი უარყოფოთი შედეგები.

აქტივობა:      მოსწავლეები ათვალიერებენ მდ. მტკვრის სანაპიროს და მდინარეში ჩაყრილ მოსახლეობის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.  აკვირდებიან მდინარეში არსებულ მცენარეებს. იღებენ სურათებს. ამზადებენ ბუკლეტებს მოსახლეობის ინფორმირებისათვის . ხვდებიან მოსახლეობას და უტარებენ მინი ლექციებს ამ საკითხთან დაკავშირებით. სკოლაში აწყობენ პრეზენტაციას და აფორმებენ კედლის გაზეთს.

სხვა საგანთან კავშირი:  გეოგრაფია.

საჭირო რესურსები: მასალა ბუკლეტებისა და კედლის გაზეთის დასამზადებლად. ინტერნეტი.

სამუშაო ენა:  ქართული.

პროექტის ხელმძღვანელი:   ლელა ვარდანაშვილი.

ხელმძღვანელის  e-mail-ი:   Lvardanashvili@gmail.com