პროექტის სახელწოდება: მდ. მტკვრის დაბინძურების გამომწვევი მიზეზები გორში
კომბინატის დასახლებაში
პროექტის აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მდ. მტკვრის დაბინძურების
მიზეზებს და განსაზღვრავენ მოსალოდნელ შედეგებს.
მიზნობრივი ჯგუფი: მე-10 კლასი
ვადები: ერთი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები დაადგენენ მდ. მტკვრის დამაბინძურებელ მიზეზებს და შეეცდებიან ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით თავიდან აიცილონ და გადაარჩინონ მდინარეში მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმები. თავიდან აიცილონ მოსალოდნელი უარყოფოთი შედეგები.
აქტივობა: მოსწავლეები ათვალიერებენ მდ. მტკვრის სანაპიროს და მდინარეში ჩაყრილ მოსახლეობის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. აკვირდებიან მდინარეში არსებულ მცენარეებს. იღებენ სურათებს. ამზადებენ ბუკლეტებს მოსახლეობის ინფორმირებისათვის . ხვდებიან მოსახლეობას და უტარებენ მინი ლექციებს ამ საკითხთან დაკავშირებით. სკოლაში აწყობენ პრეზენტაციას და აფორმებენ კედლის გაზეთს.
სხვა საგანთან კავშირი: გეოგრაფია.
საჭირო რესურსები: მასალა ბუკლეტებისა და კედლის გაზეთის დასამზადებლად. ინტერნეტი.
სამუშაო ენა: ქართული.
პროექტის ხელმძღვანელი: ლელა ვარდანაშვილი.
ხელმძღვანელის e-mail-ი: Lvardanashvili@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий